“პუტინმა ჩოხა-ახალუხი რომ ჩააცვას 9 მაისს თავის ჯარისკაცებს, ჩოხების დაწვა უნდა დავიწყოთ?”

არჩილ ჭყოიძე

“ერეკლე მეორეს საზოგადოება”

-“ფოტოზე გამოსახულია ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი – გიორგი კვინიტაძე თავის მეუღლესთან ერთად, რომლის მუნდირსაც ამშვენებს გეორგეევსკის ლენტიანი ჯილდო. საერთოდ, გეორგეევსკის ლენტიანი ჯილდო აქვს მიღებული 1000-ზე მეტ ქართველს, აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან განთავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის. გეორგეევსკის ლენტას არანაირი საერთო არ აქვს, არც მეორე მსოფლიო ომთან და რათქმაუნდა არც პუტინთან.

ასეთი შეკითხვა მაქვს საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც გეორგეევსკის ლენტებს ებრძვის: პუტინმა ჩოხა-ახალუხი რომ ჩააცვას 9 მაისს წითელ მოედანზე თავის ჯარისკაცებს, რა უნდა ვქნათ, ჩოხების დაწვა უნდა დავიწყოთ?

P.S. კვინიტაძეც კრემლის პროპაგანდას ხომ არ ავრცელებდა საქართველოში ან მისი რბილი ძალის წარმომადგენელი ხომ არ იყო?