„სამწუხარო,თუმცა ჩვენთვის ნაცნობი სურათი დაიხატა საფრანგეთის არჩევნებში…”

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

-„ერთი სამწუხარო,თუმცა ჩვენთვის ნაცნობი სურათი დაიხატა საფრანგეთის არჩევნებში.

“მასობრივი კომუნიკაციის კამპანია”,რომელსაც აწარმოებდა მაკრონის ჯგუფი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით, ეფექტურად მუშაობს იმის მიუხედავად,რომ სავსეა აბსოლუტურად უაზრო და ცარიელი სიტყვებით და ლოზუნგებით და მისი დამგეგმავები ამომრჩეველს აშკარად სრულ კრეტინებად თვლიან.

ამავე დროს ,მაკრონის საარჩევნო კამპანიის წარმატება განაპირობა იმან, რომ საფრანგეთში მედია სახელმწიფო სუბსიდიებზეა დამოკიდებული და,შესაბამისად. ვერც ერთი მედია საშუალება ვერ ეწინააღმდეგება მეინსტრიმს
.ბანკირების,ისლამური ორგანიზაციების და ე.წ. ანტიფაშისტური ფრონტის მხარდაჭერამ განაპირობა ის ,რომ

კაცი,რომელიც აცხადებდა,რომ ფრანგული კულტურა არ არსებობს და საფრანგეთმა პასუხი უნდა აგოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისათვის ალჟირში,დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა..“