„მსოფლიო დრამები, ინტრიგები… ქლინტონის ტრილერში „დაკარგული პრეზიდენტი“

აშშ-ს ყოფილი, 42-ე პრეზიდენტი ბილ ქლინტონი ამერიკელი მწრლის ჯეიმს პატერსონის თანაავტორობით წერს წიგნს. ინფორმაცია დღეს Associated Press-მა გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით ტრილერის სახელი იქნება „დაკარგული პრეზიდენტი“, რომელსაც მკითხველი 2018 წელს იხილავს.

როგორც გამომცემლობა ამბობს, ეს იქნება „მსოფლიო დრამების, ინტრიგებისა და სახელისუფლებო კორიდორის უნიკალური სინთეზი“