კვლევა, რომელიც ჯერ არ იცით – ჩეჩნურ ისტორიულ ძეგლებზე ქართული წარწერა

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი

ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობების მკვლევარებს და ზოგადად კავკასიის ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს მინდა გავაცნო სინტერესო ინფორმაცია.

ჩვენი ცენტრის პარტნიორი, ჩეჩნეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა: აზამათ ახმაროვმა და სულთან ისაევმა მოგვაწოდეს მათი ახალი კვლევის შედეგები. ეს არის ჩეჩნურ ისტორიულ ძეგლებზე აღმოჩენილი, ორი ქართული ალფავიტით შესრულებული წარწერა. წინასწარი კვლევის მიხედვით ტექსტები XIV საუკუნით თარიღდება.

ბოლო პერიოდში ჩეჩენმა მეცნიერებმა ისტორიულ ძეგლებზე და კერამიკულ ნივთებზე, რომლებიც სხვადასხვა პერიოდით თარიღდება, 10 ქართული ტექსტი მოიკვლიეს. კვლევები კიდევ უფრო გაამაყრებს ქართველი და ჩეჩენი მეცნიერების ტრადიციულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს. უახლოეს პერიოდში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ქართულ-ჩეჩნური ისტორიული ურთიერთობების კვლევების ახალ შედეგებზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრი” მზად არის საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ ქართველ და უცხოელ მეცნიერს ხელი შეუწყოს კვლევებში ჩართვაში.