პატრიარქმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. 9 მაისის აღსანიშნად საქართველოს პატრიარქი ვაკის პარკში მივიდა. ილია მეორემ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს პატრიარქმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.