საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ბობ კორკერს შეხვდა. სენატორმა კომიტეტის სახელით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის მომავალშიც დაეხმარება ქვეყანას ევროა-ტლანტიკური ინტეგრაციის  გზაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო  უსაფრთხოებაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. სენატორმა  საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.