კონსტიტუციურ ცვლილებებს ზუგდიდის შემდეგ ახალციხეში განიხილავენ

კონსტიტუციურ ცვლილებებს ზუგდიდის შემდეგ ახალციხეში განიხილავენ. საერთო სახალხო შეხვედრა მესხეთის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, სადაც  მოსახლეობის საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.  ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი ტიპის განხილვებით  მმართველ გუნდს გარკვეული წარმოდგენა შეექმნება საზოგადოების აზრზე მთავარ კანონში ცვლილებების შეტანის მხრივ. კონსტიტუციურ ცვლილებების  საერთო სახალხო განხილვების თითქმის ყველა შეხვედრაში მონაწილეობას იღებს ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველო” რომელიც მმართველი გუნდის მიერ შეტანილ ორ ძირითად ცვლილებას არ ეთანხმება, ეს არის პრეზიდენტის  არაპირდაპირი არჩევა და მაჟორიტარობის გაუქმება.

საქართველოს პრეზიდენტი ამ განხილვაში დღეს არ მიიღებს მონაწილეობას.