თეთრი სახლი არ მიიჩნევს საჭიროდ დაინიშნოს რუსეთის საკითხზე სპეციალური პროკურორი

Reuters-ის ინფორმაციით თეთრი სახლი არ მიიჩნევს საჭიროდ დაინიშნოს სპეციალური პროკურორი, რომელიც ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევას განიხილავს, ამასთან დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი თვლის, რომ სპეციალური  პროკურორი რუსეთის საკითხებში ერთადერთი საშუალებაა საბოლოოდ ამ საკითხის გასარკვევად.

უფრო ადრე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს საკითხი, თითქოსდა რუსეთი ჩაერია ამერიკის არჩევნებში ჩაერია არ განხილულა.