ბესელია: ვამბობთ უარს რეალურად მისაღებ შედეგზე…

ეკა ბესელია კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას მოსაზრებით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ცდილობს წარმოაჩინოს ვითარება ისე, თითქოს მას წაერთვა უფლებამოსილებები მის მიმართ პერსონალური დამოკიდებულებების გამო. „ის წარმოაჩენს ვითარებას ისე, რომ პირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნების არსებობის პირობებში, თითქოს გარანტირებული აქვს გამარჯვება“ , – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუციის მოქმედების პირობებშიც ის უფლებამოსილებები, რაც პრეზიდენტს გააჩნია, პირდაპირი არჩევნების სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა. „რეალური ვითარება არის ისეთი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში გაიმარჯვებსქართულ ოცნების“ – მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატი. არ ვფიქრობ, რომ მოქმედ პრეზიდენტს, საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში, აქვს გამარჯვების შანსი. ჩვენ ვამბობთ უარს იმ რეალურად მისაღებ შედეგზე, რომელსაც პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც, „ქართული ოცნებათავისი კანდიდატის წარდგენის პირობებში მიაღწევდა’, – განმარტა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნებს თან ახლავს ბიუჯეტიდან გაუმართლებელი ხარჯები. „არაპირდაპირი წესით არჩევნების შემთხვევაში, გამოთავისუფლდება სწორედ ეს გაუმართლებელი ხარჯები, რასაც დღეს ქვეყნის ბიუჯეტი იღებს. მანდატი, რომელიც არჩევნების შედეგად მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა, არის მავალდებულებელი მანდატიც, რომელიც გულისხმობს შეცვალოს არსებული არასწორი, წინააღმდეგობრივი, კოლიზიური ნორმები კონსტიტუციაში, შეცვალოს ის მოდელი, რომელიც დღეს არსებობს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ეს არის სისტემური გადასვლა ახალ, საპარლამენტო მოდელზე, რომელიც თავისთავად გულისხმობს ამ სისტემაში დავინახოთ პრეზიდენტის არჩევის წესის არსებობა.