ოკუპირებული აფხაზეთი ახალ წესებს აქვეყნებს

Apsny.ru -ს ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკაშვირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა მთავრობამ ახალი რეგულაცია დააწესა. რეგულაციის მიხედვით, ფსოუს ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე (რუსების, ყახაზების, ბელორუსების გარდა) იმ ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას, რომლებსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს.

ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა ავიძბამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტურისტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა 2 კვირის განმავლობაში ე.წ. ვიზის გარეშე შეეძლებათ, მაგრამ იმ ტურისტებს, რომელთაც აფხაზეთის დასავლეთ რეგიონში სურთ მოგზაურობა, მათ ვიზები უნდა აიღონ.

ავიძბას განცხადებით, ვიზის ასაღებად რამდენიმე წუთი იქნება საჭირო. ახალი გადაწყვეტილებით, 1 ადამიანისთვის 1-თვიანი ტურისტული ვიზა 350 რუბლი ეღირება, 6-თვიანი კი 700 რუბლი.

წყარო: http://apsny.ru/news/?ID=29506