ღოღობერიძე: მოსამართლე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს…

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ 300 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, თუმცა ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.

როგორც საზოგადოებას ახსოვს, ღოღობერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსამართლე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს ვინაიდან, მისი მეუღლე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. ბრალდებული საპატიმროში სატელევიზიო ეთერის ხელოვნურად შეზღუდვაზეც საუბრობს.