ლუჟკოვმა საქართველოს მიერ მის შავ სიაში შეყვანაზე კომენტარი გააკეთა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი შსს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებას-ლუჟკოვი შეყვანილია შავ სიაში და ის ვეღარ შეძლებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას-ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს განზრახვა შეიყვანოს ის შავ სიაში ქვეყნის მონახულების გამო არია გაუაზრებელი და უსიამოვნო გადაწყვეტილება.

-„ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუაზრებელი გადაწყვეტილება და გაუგებარიც, ჩვეულებრივ ასეთი ქმედებები ხორციელდება მაშინ, თუ ადამიანი რაიმე საწინააღმდეგოს ჩაიდენს ქვეყნის მიმართ. საქართველოში ვიყავი როგორც ტურისტი, ჩავედი საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოს დახმარებით“.

შეგახსენებთ, რომ ლუჟკოვი რამდენჯერმე იყო ჩასული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.