“ეს არის სავარაუდო გარიგება ხელისუფლებასა და მურუსიძეებს შორის…“

მიხეილ ჩინჩალაძის და ოთარ სიჭინავას მოსამართლეებად უვადოდ დანიშვნას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის სავარაუდოდ, გარიგება შედგა.

„ადმინისტრაციულ პალატაში ჩინჩალაძის და მურუსიძის გადაყვანა, ეს არის ის, რომ ბოლო ინსტანცია საარჩევნო დავებზე არის ადმინისტრაციული პალატა და მისი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება. აქედან გამომდინარე, ყველა ღონეს მიიღებს ხელისუფლება, რომ არჩევნების შემთხვევაში, ჩინჩალაძემ და მურუსიძემ მიიღონ საბოლოდ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს არის სავარაუდო გარიგება ხელისუფლებასა და მურუსიძეებს შორის“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.