პროტესტი – ტკივილიანი ხმაური -საყვირების აქცია 14:00 საათზე

გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი

-„მე რომ საქართველოში ვიყო, ხვალ ტყიბულშიც წავიდოდი დაკრძალვაზე და ამ საყვირების აქციასაც შევუერთდებოდი.

სამგლოვიარო მარში ხვალ ტყიბულში დაიწყება 12 საათიდან. 
2 საათზე დაკრძალავენ ჩვენს ნატანჯ და ღირსეულ ბიჭებს…
მოგმართავთ და გთხოვთ ყველას!!!
ხვალ 2 საათზე, მაშინ, როდესაც გმირი მეშახტეები მიწის სიღრმისკენ ამჯერად სამუდამოდ გაემართებიან, სადაც არ უნდა იყოთ, სოფლებში, ქალაქებში, დაბებში!
მანქანის გაბმული საყვირით გამოხატეთ პროტესტი ამ უსამართლობის და ენით აღუწერელი სისასტიკის მიმართ!
ტკივილიანი ხმაური ხვალ 2 საათზე!“