„მიწა იშლება! ალტერნატივა არსებობს, მაგრამ არ უნდათ ფული დახარჯონ! მერე ჯიბეში რაღა ჩაიდონ!“

მუგუდასთან განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების აღშფოტება გამოიწვია. ადგილობრივები კი უკვე რამდენიმე კვირაა მაღალი ძაბვის ანძების დადგმას აპროტესტებენ, გუშინ კი, როცა მოსახლეობამ ტრაქტორებს სასაფლაოების გათხრის საშუალება არ მისცა, საქმეში სპეცრაზმი ჩაერთო და პოლიციის უორეცედენტო რაოდენობასთან ერთად ტერიტორია დაიკავა.

მთელი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე იმყოფებოდა ფასანაურის მკვიდრი ნინო მოლოდინი. ჩვენ მას რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით.

-ნინო, როგორც ადგილობრივმა კარგად იცი შექმნილი ვითარება. მიწა მართლა იშლება იმ ადგილას სადაც ანძა უნდა დაიდგას?

-კი, მართალია, იშლება მიწა…ბუნებრივად არამდგრადი ქანებია. ეს სურათები ზუსტად იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ანძას დგამენ. ამ მთის ძირში დასახლებულ სოფელს რა დაემართება წარმოდგენაც არ მინდა!!! სწორედ ამ სოფლის დასაცავად მისულ მშვიდობიან მოსახლეობას სპეცრაზმი და პოლიცია მოგვიგზავნეს.

-ალტერნატივა თუ არსებობს?

-რა თქმა უნდა. კი ამბობენ, ალტერნატივა არ არისო, აბა ამ მთებს გახედეთ, ეს არ არის ალტერნეტივა?

აიტანონ ზევით და არც ტყის გაჩეხვა მოუწევთ და არც გზების გაყვანა, მაგრამ არ უნდათ ფული დახარჯონ, მერე ჯიბეში რაღა ჩაიდონ რუსეთისგან, სომხეთისგან და ირანისგან? სამაგიეროდ იციან როგორ დაანგრიონ ხატის მთები და საფლავებზე აგუგუნონ ტრაქტორები!

-საკმაოდ მძიმე კადრებია გავრცელებული, მაგრამ ახლაც ყურში ჩამესმის ერთი ქალბატონის მოთქმა, შვილი აფხაზეთში რომ დაკარგა.

-ქალბატონი თავის შვილს ტირის, რომელიც აფხაზეთშია გარდაცვლილი. არავის უთქვია იქ რომ კონკრეტულად მისი შვილის საფლავს თხრიან, არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიდეს, რადგან ჟურნალისტებმა ინტერპრეტაცია გააკეთეს, ეს ქალბატონი არის დაუცველი სახელმწიფოსგან და შვილს იმიტომ დატირის, ის საქართვეოს იცავდა, შეეწირა სამშობლოს მიწაწყალის დაცვას და დღეს იმის კუთხეს ისევ ქართველი ანადგურებს.

-რას ამბობენ ადგილობრივები?

-რასაც ვუყურებ დღეს სრული ქაოსია, სახელმწიფო ისე დაყრუვდა თავი შეუმცდარი გონიათ, განდიდების და ამპარტავნების პიკზე არიან და თავისი ხელით ანადგურებენ ქვეყანას, ხალხი ვეუბნებით მშვიდი ცხოვრება გვინდაო და არ ესმით, თუ ეს დადგმულია და შეგნებული ნაბიჯებია ხალხის პროტესტი რევოლუციაში გადავიდეს, ხომარ გონია ვინმეს ისევ ჩვენ ნაბრძოლზე მოკალათდებიან სკამებზე. თუ რევოლუციისკენ ილტვით გაითვალისწინეთ ნაცქოცებმა, რევოლუცია ხალხისგან სწორედ თქვენი განადგურებით იქნება და ერთმანეთს ვეღარ გაასწრებთ, დავიხოცებით და დავიხოცოთ, არავინაა უკვდავი, ამდენი სულში ჩაფურთხება როდემდე ავიტანოთ.

-ახლა რომ საშუალება გქონდეს, რას ეტყოდი ხელისუფლებას?

-მარტო მე, ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე კი არა, ხალხი ამბობს და ხალხის ნათქვამს გავიმეორებ, ადგილობრივების ნათქვამით მივმართავ ჩვენს მთავრობას!!!! ასეთი ვაჟკაცი სპეცრაზმელები და პოლიცია რომ გვყოლია საქართველოს!!! ტრაქტორის დასაცავად კი ნუ უშვებთ სადაც მკვდრებს და ცოცხლებს ანადგურებთ!

ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად გაუშვით!!! ჩვენი სოფლები, სასაფლაოები,ხატის ადგილები და ხალხი რა დღეში ჩააგდეს და მტერს რა ქარ-ცეცხლში გაატარებენ წარმოგიდგენიათ???!!!! 25-30 ქართველი კაცის,ქალის,ბავშვის წინააღმდეგ რომ უშვებთ ამ ნიღბიანებს, ჩვენ წაგართვით ტერიტორიები?! ჩვენ ვყიდით სამშობლოს?! იმ მტერს წირავთ ისევ ქართველ ხალხს!!!! ჩვენი წინაპრების ძვლებიც არ გაჩერებთ!!! თქვენნაირები რომ ყოლოდა საქართველოს ამისთვის იბრძოლეს?! ამისთვის შეგვინახეს ტყე და ხეობა?! ადგილები და ადგილის დედები?! ხატები და სალოცავები?! ყველას მოეკითხება ეს ცოდვა!