კანონპროექტი დამტკიცდა – 2018 წლის მაისიდან თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც აიკრძალება

საქართველოს პარლამენტმათამბაქოს კონტროლის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცაპლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა,  წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დეპუტატი  წავიდა.

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებათა თანახმად, 2018 წლის პირველი მაისიდან, ყველა დახურულ სივრცეში, თამბაქოს ნაწარმის – ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა აიკრძალება. ამავე თარიღიდან თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც აიკრძალება.