თვითმხილველი: უცნაური სანახაობის მომსწრე გავხდი კანცელარიასთან…

ციკლიდან-რას არ გაიგებ?!……

 ამ წუთებში სააგენტოში კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქემ დარეკა .

-„უცნაური სანახაობის მომსწრე გავხდი კანცელარიასთან. რამდენიმე უცნაურად ჩაცმული ნიღბიანი ახალგაზრდა მთავრობის სახლთან ცელით შეიარაღებული მივიდა. ისინი ჯერ კანცელარიასთან გაჩერდნენ, იქ იყვნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ავტომანქანაში ჩასხდნენ და სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. ცოტა ხანში ადგილზე ოპერატიული სამსახურის რამდენიმე მანქანა მოვიდა, თუმცა უცნაური ჩაცმულობის ახალგაზრდები იქ აღარ დახვდნენ.

ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები სავარაუდოდ მათ მოსაძებნად გაემართნენ. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ სამწუხაროდ ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი“-გვითხრა მოქალაქემ.