თევზაძე: ხელისუფლებამ ზალბერგი ნონ-გრანტად გამოაცხადოს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვოს!

გიორგი თევზაძე-საქართველოს ხელისუფლებამ ჰერბერტ ზალბერტი ნონ – გრანტად უნდა გამოაცხადოს და შესაბამისი ახსნა განმარტება და ბოდიშის მოხდა უნდა მოსთხოვოს!

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერტის გაკეთებულ განცხადებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს ჰერბერტ ზალბერგი ნონ – გრანტად გამოაცხადოს და მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე შესაბამისი განმარტება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვოს, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ანატოლი ბიბილოვს ეგრწ საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვება“ მიულოცა.

-როგორი არაადეკვატურად და კომიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ასეთი რანგის დიპლომატისაგან მან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის მარიონეტულ „ხელისუფლებასთან“ შეხვედრისას განაცხადა, რომ „პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩვენების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება. ადვილი არ არის ისეთი გადაკვეთის წერტილების პოვნა, რომელზეც დისკუსიების ყველა მხარე თანხდება, ჩვენ გვაქვს ამოცანა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი იმისთვის, რომ გავუადვილოთ ყოფა ახალხს, რომელიც აქ ცხოვრობს, ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰუმანიტარულ საკითხებს ეთმობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძირითადია უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ ვსაუბრობთ ძალის გამოუყენლობის შესახებ განცხადების კონკრეტულ წინადადებაზე და იმედი მაქვს, რომ მალე ამ ტექსტის მიღებას შევძლებთ. თუ გამოვა, ეს იქნება იმპულსი შემდგომი სამუშაოებისთვის“.

ამათანავე საქართველომ ჰერბერტ ზალბერტის მიმართ უნდა დააფიქსიროს უნდობლობა და მას უნდა შეუწყდეს ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობაც. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს საგარეო უწყება ჰერბერტ ზალბერტის გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამის მკაცრ რეაგირებას მოახდენს” განაცხადა უფლებადამცველმა.