„რას ჰქვია “პირადი რეპლიკა”?!. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც გაგვყიდიან თხასავით!..”

-“ეს იყო ჰერბერტ ზალბერის პირადი რეპლიკა და არ არის ევროკავშირის პოზიცია – ასე გამოეხმაურა გერმანელი დიპლომატის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში.

ნატალია საბანაძის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირში. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს.

„ეს არ იყო განცხადება, ეს არის მისი პირადი რეპლიკა, ეს ეპიზოდი საკმაოდ არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო შემაშფოთებელი. ყველა დიპლომატიური არხით მივიტანეთ ევროკავშირის ყურამდე  ჩვენი შეშფოთება. მათი რეაგირება იყო ის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია და ბატონი ზალბერის ეს სპონტანური რეპლიკა შესაბამისობაში არ მოდის იმ პოზიციასთან, რომელიც მათ აქვთ,“ – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს, დღეს თბილისში ელოდებიან. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოვა.

ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისკენ“ ლიდერი კახა შამათავა ეხმიანება.

-„რას ჰქვია პირადი რეპლიკა,ასეთი რანგის “დიპლომატები” პირად რეპლიკებს ისე არ ისვრიან,ახლა ამ “კაზიოლის” გაპრავება დაიწყეს,უნდა ავიმაღლოთ ხმა დევნილებო,ასე თუ გაგრძელდა,ესენი აფხაზეთსაც აღიარებენ,2015 წელს,საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა დონდუამაც რეპლიკა ისროლა, როცა თქვა,თუ 3-4 წელიწადში არაფერს ვიღონებთ,მივიღებთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ლეგალურ ანექსიასო,თქვით,ესეც რეპლიკა იყო?

საბოლოოდ გვაკარგინებენ ტერიტორიებს,მიწის გაყიდვაზე და ვიღაც ფერადებზე კი არ უნდა გამოვდიოდეთ ქუჩაში,ტერიტორიული პრობლემის მოგვარება უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება,ვისთანაც უნდა იმასთან მოილაპარაკოს ,თუ არ შეუძლია,რად გვინდა ასეთი ხელისუფლება,მერე,მიწასაც მიყიდის უცხოელს და ჩვენც გაგვყიდის თხასავით!..“