ამ წუთებში ავტოსაგზო შემთხვევა მოხდა ქუთაისში

დავით ცხვარაძე

ამ წუთებში ავტოსაგზო შემთხვევა მოხდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, „ ტაქსის მძღოლმა ქვეითს გზა არ დაუთმო“ ავარია დაზარალებულსა და მძღოლს შორის ინციდენტში გადაიზარდა.

მსგავსი ტიპის შემთხვევა ქალაქში პირველი არ არის, პრობლემას ქუჩაში ქვეითისთვის სპეციალურად მოხატული გზა წარმოადგენს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე შეიძლება ითქვას რომ აღარ არსებობს, იგი წაშლილია და შესაბამისად ურჩი მძღოლებიც თვითნებურად გადაადგილდებიან, მოქალაქეებს კი ქუჩის გადაკვეთა ყოველგვარი დაცვის გარეშე უწევს.

შეგახსენებთ : ქუთაისში გზის რამდენიმე მონაკვეთზე ე.წ. ზებრა გადასასვლელები წაშლილია, ზოგ ადგილებში იმდენად, რომ მძოლებს კი არა ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირთ მისი გარჩევა. პრობლემის აღმოფხვრა ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” პირდაპირი მოვალეობა, თუმცა ორგანიზაცია სამუშაოებს როგორც ჩანს არ ასრულებს.