ხმები ჯერ კიდევ ითვლება, პრეზიდენტს კი გამარჯვება სახელმწიფო ტელევიზიამ მიულოცა

ირანში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. ჰასან როუხანი მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად.

მიუხედავად იმისა, რომ ხმები ჯერ კიდევ ითვლება, პრეზიდენტს გამარჯვება სახელმწიფო ტელევიზიამ მიულოცა.

ბოლო მონაცემებით, როუხანმა 22,7 მილიონი ხმა დააგროვა, მისმა მეტოქემ კი 15,4.