„როცა 2006 წელს მიხომ გააერთიანა, არ მოგვწონდა და ახლა რანაირად მოგვწონს?“

ზუგდიდში საკრებულოს სხდომაზე გაუგებარი ვითარებაა. იქ მყოფი საზოგადოების უმეტესობამ ვერ გაიხო სხდომა დასრულდა თუ შესვენება გამოცხადდა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ ისე დატოა დარბაზი, საკითხი კენჭისყრაზეც კი არ დაუყენებია, თუმცა იკითხა კი ვინ იყო მომხრე და მისმა ახლობლებმა ხელიც აწიეს.

ამ წუთებში დარბაზში იმყოფება როსტომ ზარანდიაც, ეს ის მოქალაქეა, რომელიც საკუთარი ქალაქის გალამაზებაზე ზრუნავს. როგორც აღმოჩნდა მას ერთი მარტივი კითხვა ჰქონდა.

-„როცა 2006 წელს მიხომ, ჩემთვის მიხოა,  გააერთიანა, არ მოგვწონდა და ახლა რანაირად მოგვწონს? მინდოდა რჩევის იცემაც მაგრამ ვხედავ აზრი არ აქვს“.

სხდომაზე ისევ ქაოსია, ასად ჩანს საკრებულოს თავმჯდომარე. უცნობია დადგა თუ არა კენჭისყრაზე საკითხი.