საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი 7 მინისტრთან ერთად ეწვია

თურქეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა. ბინალი ილდირიმი  საქართველოს 7 მინისტრთან ერთად ეწვია. როგორც თურქეთის ელჩმა  განაცხადა, მსგავსი შემთხვევა იშვიათად ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის კარგი და სანიმუშო ურთიერთობები არსებობს. თურქეთ-საქართველოს შორის არსებული უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს მეორე სხდომაზე აქცენტი გაკეთდება სავაჭრო, საბაჟო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე.   დღის განმავლობაში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდება.

ხელი მოეწერება დოკუმენტს საქართველოსა და თურქეთის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთანაც გამართავს შეხვედრას.