მუხტარლის ადვოკატების სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ადვოკატების სარჩელი შინაპატიმრობის მოთხოვნის შესახებ აზერბაიჯანულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გამოცემა Turan-ის ცნობით, შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ეხებოდა.

მუხტარლის ადვოკატის ელჩინ სადიგოვის განცხადებით,  შუამდგომლობას წინააღმდეგ პროკურატურა იყო, იმ მოტივით რომ მუხტარლი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებოდა. მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტი გაითვალისწინა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა თბილისში დაკითხვაზე დაიბარეს. ის პოლიციაში დღეს მივა.