საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა, რეალურ ვითარებას ვერ შეცვლის

არასამთავრობო ორგანიზაციები, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული მოდელით ჩატარებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა, რეალურ ვითარებას ვერ შეცვლის.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემა,  მმართველი გუნდს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

„მმართველი პარტიისთვის კვლავაც ძალიან რთული არის უარი თქვას იმუპირატესობებზე, რომელსაც შერეული სისტემა იძლევა. ამიტომ უნდა მოიძებნოს გზები, რაც უზრუნველყოფს რომ დაუყოვნებლივ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და შეიძლება ამისთვის საჭირო იყოს რომ შესაბამისად განხილვები არ ჩატარდეს დაჩქარებულ რეჟიმში,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე თვიანი მუშაობა „წყალში ჩაყარა.“