“კურიერის” ინფორმაციით, სიგუამ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა არ ესწრება.

როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სიგუა ავადაა, რის გამოც სხდომაზე მისვლა ვერ შეძლო.

თუმცა შსს-ში ვერ აკონკრეტებენ როდის შეძლებს სიგუა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხოს.

“ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებს კომისიაზე გამოცხადებას. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტიც წარედგინება,”-აცხადებენ უწყებაში.

“კურიერის” ინფორმაციით, იოსებ სიგუამ გუშინდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

წყარო: რუსთავი 2

ჩვენ კი შეგახსენებთ:

https://www.facebook.com/dadu.daduu/videos/1642217122572563/