“პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო წინასაარჩევნო დაპირება და სასურველია შესრულდეს”

“სწორი და გამართლებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა!”

თბილისის  საკრებულოს  “ქართული ოცნება –კონსერვატორების”  ფრაქციის  თავმჯდომარე  დავით  უთმელიძე მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გამართლებული იქნება.

ამ თემაზე სასაუბროდ თავად დავით უთმელიძეს დავუკავშირდით.

-საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში დააანონსა საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის სურვილი, მართალია უმრავლესობაშიც ჰყავს მოწინააღმდეგები, მაგრამ საბოლოო კონსესუსის მიღწევით მაინც მგონია მოხდება შეთანხმება და გადავალთ პროპორციულ სისტეაზე.

– რა დადებითი მხარე აქვს, რა შედეგს მოიტანს პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლა?

-დადებითი პირველ რიგში ის აქვს, რომ მანდატების გადანაწილება მოხდება მიღებული ხმების პროპორციით. ადრე ძირითადათ მაჟორიტარების ხარჯზე ხდებოდა უმრავლესობის მოპოვება და მიღებული ხმების მხოლოდ ნახევარი ნაწილდებოდა მანდატებზე,

თუ ცვლილებები განხორციელდა , რომელი პარტია რამდენ პროცენტსაც აიღებს, იმდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში, ნამდვილად სამართლიანია, თან ეს იყო წინასაარჩევნო დაპირება და სასურველია შესრულდეს.

-თუ ეს სისტემა კარგია და სამართლიანია, მაშინ რატომ ჰყავს მოწინააღმდეგეები და  მითუმეტეს თუ დაპირება იყო, რატომ არ გადადის მთავრობა ამ სისტემაზე და არ ასრულებს დაპირებას?

-მთავრობა არაფერ შუაშია, საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება და ამ ცვლილებების პაკეტში უნდა მიიღოს პარლამენტმა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო უმრავლესობით, შემდეგ ცესკო არჩევნებს ჩაატარებს შესაბამისი სისტემით.

 -და თქვენ ფიქრობთ ,რომ ამ სისტემაზე გადასვლის შემდეგ აღარ იქნება არჩევნების შემდეგ ძახილი – „გაყალბდა… ხმები მოგვპარეს“?

-ახლა ვინმეს თუ ძახილი უნდა, ვერ დაუშლი, მაგრამ ამ სისტემაზე გადასვლამდე ვერც საპრეზიდენტოზე 2013-ში, ვერც თვითმმართველობაზე 2014-ში და ვერც ახლა, 2016 -ში ვეღარავინ ვერ იკადრა, რომ ეთქვათ – გაყალბდაო, ცალკეულ დარღვევებს არ ვგულისხმობ,

ეს არის მართლა მონაპოვარი, არჩევნები არ ყალბდება და იმედია აღარასოდეს მოხდება გაყალბება.

-საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზეც უნდა გკითხოთ, საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ეს არის “განხილვა საჩვენებლად” და ბოლოს „კრება დარჩა მხიარული“ მივიღეთო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰქონდა ამ საყოველთაო განხილვებს რაიმე შედეგი?

-რა თქმა უნდა ჰქონდა, ფაქტიურად, ვისაც სურვილი ჰქოდა, ყველას შეეძლო დასწრებოდა , ყველა რაიონში, დაესვა შეკითხვა და მიეღო პასუხი, თან მსახლეობის სურვილები შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებულიო.

თუნდაც მიწის უცხოელებზე არ გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებული ადაწყვეტილება რად ღირს!