ემანუელ იაკობსი ქართველ ვეტერანებს ესტუმრა

 საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს, უფლებადამცველს გიორგი თევზაძეს, საქართველოს ვეტერანთა ფედერაციის ხელმძღვანელს მიხეილ წიქარიძეს, ავღანეთის ომის საქართველოს კავშირის ხელმძღვანელს კონსტატინე შავიშვილს, კავშირი “ვეტერანები მშვიდობისათვის” ხელმძღვანელს ზაალ სიხარულიძეს და სხვა ვეტერანული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სრუმრად ეწვია ევროპის ორგანიზაციის სამხედრო ასოციაციის პრეზიდენტი ემანუელ იაკობსი.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო ვეტერანთა უფლებების მდგომარეობა, სამომავლოდ დაისახა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის პრესპექტივები.

გიორგი თევზაძის განცხადებით ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა და საუბარიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.