„ნარმანია იმდენ კორუფციაშია ჩაფლული, პროკურატურა-სასამართლოში უნდა წაიყვანო“

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, ნარმანია არა საკრებულოში, არამედ ის პროკურატურაში უნდა დაიბარონ.

„ნარმანიამ უნდა იაროს არა საკრებულოს, არამედ უკვე იმდენ კორუფციაშია ჩაფლული ყელამდე, რომ მისი სასიარულო ადგილი არის პროკურატურა, შემდეგ პროკურატურამ სასამართლოში უნდა წაიყვანოს ნარმანია და კიდევ სხვა დაწესებულებაში. ამდენად, ლოგიკურია, რომ საკრებულოში დავიბაროთ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, პროკურატურაში სიარულის დროა“ – განაცხადა ელისაშვილმა.