ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ითხოვს

დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი მოითხოვს შეხვდეს ჟენევის თანათავჯდომარებს, რომლებიც გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ის  ჟენევის თანათავმჯდომარეებისგან ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაციის გაგებას ითხოვს.

“მდგომარეობა ამ ეტაპზე წითელი ჯვრის მონაცემებით ვიცით, რომ დამაკმაყოფილებელია, მხნედ და ჯანმრთელად არის. ჟენევის თანათავმჯდომარეები გუშინ იყვნენ ცხინვალის რეგიონში და იმედი გვქონდა მოინახულებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილს. მე პირადი კონტაქტი მათთან არ მქონია. მოვითხოვ, რომ პირადად შემხვდნენ და დამელაპარაკონ,” – აღნიშნა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა.