გახდება თუ არა კახიანი ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი…

ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს. ამჟამად როგორც უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, კონსულტაციები დაწყებულია და სავარაუდოდ ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესაძლოა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი  კახიანმა დაიკავოს.