კობა ნარჩემაშვილი: ყოველთვის მქონდა ძალიან მწვავე პოზიცია…

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა იმერეთში კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო პოლიტიკაში და ყოველთვის ჰქონდა პოზიცია.

-„პოლიტიკად არასდროს გავსულვარ, ყოველთვის მქონდა ძალიან მწვავე პოზიცია მაშინაც კი, როდესაც ძალიან რთული იყო ამის გაკეთება. მე და ბატონმა გია ჟორჟოლიანმა დავაფუძნეთ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ და 2013 წლიდან „ქართულ ოცნებასთან“ ვართ მემორანდუმის რეჟიმში.

  2016 წლიდან 2020 წლამდე იქნება მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში, ამიტომ გამიჩნდა გარკვეული მისწრაფება, ჩემი გამოცდილებით მივიღო მონაწილეობა საჯარო პოლიტიკაში და ახალი, ე.წ. სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც საფუძველს ჩაუყრის კეთილდღეობას“-განაცხადა ნარჩემაშვილმა.

 

კომენტარის დატოვება