მიწის დაცვის კომიტეტი უვადო მასობრივ შიმშილობას გეგმავს

მიწის დაცვის კომიტეტის წევრი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მოქალაქეების მოთხოვნებს ქართული მიწის გასხვისების თაობაზე, კომიტეტი 1 ივნისიდან კომიტეტი საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

-„არა მარტო აქციები, ვაპირებთ საშიმშილოდ დასხდომას, ეს იქნება მასობრივი უვადო შიმშილობა მანამ, სანამ ხელისუფლება მიწის გასხვისების თაობაზე არ დააფიქსირებს მკაფიოდ გადაწყვეტილებას“.