ინდონეზიაში ჰომოსექსუალები საქვეყნოდ გაროზგეს

ინდონეზიაში არატრადიციული ორიენტაციის ორი მამაკაცი, (20 და 23 წლის) ისლამური კანონის დარღვევისთვის საქვეყნოდ გაროზგეს. პოლიციელები ახალგაზრდებს სახლში შეუცვივდნენ და  საწოლიდან წამოყარეს.  თითოეულ მათგანს ქალაქის ცენტრში მეჩეთთან ახლოს  85-85 ჯერ დარტყმით გამოუტანეს გაროზგვის განაჩენი. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიაში ჰომოსექსუალიზმი არ ითვლება კანონის დარღვევად, თუმცა პროვინცია, სადაც ახალგაზრდები ცხოვრობდნენ, ისლამურ კანონებს ემორჩილება.  როგორც ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტი აღნიშნავს, “სეირის” საყურებლად მისული ადგილობრივები ჯალათებს როზგების უფრო ძლიერად დაკვრისკენ მოუწოდებდნენ, თან სკანირებდნენ, რომ “ეს ინციდენტი სხვისთვის გაკვეთილი იქნება.” თუმცა მათ შორისაც აღმოჩნდა ჰუმანური პიროვნებაც, რომელიც ჯალათებთან მიიჭრა და სთხოვა სასჯელი შეეჩერებინათ, რადგან ისინიც ადამიანები იყვნენ.