ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დასრულდება

“თურქეთი გააგრძელებს მხარი დაუჭიროს საქართველოს  როგორც ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე  ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.” – განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.  ბინალი ილდირიმმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა თბილისი-ბაქო-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას და აღნიშნა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის ეს არის უპრეცედენტო პროექტი.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბაქო-თბილისი-ყარისის სარკინიგზო პროექტი, რომელიც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს,  ამ წლის ზაფხულში დასრულდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც  ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის შექმნას ითვალისწინებს და თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობას იძლევა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მეზობელ ქვეყანასთან განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხი, რომელიც   ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის  გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.