თბილისში რეგიონულ-ენერგეტიკული სამიტი მიმდინარეობს

თბილისში რეგიონულ-ენერგეტიკულ სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრას   საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ერთად   ამერიკის ელჩი საქართველოში  და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ენერგეტიკული უწყებების  წარმომადგენლები ესწრებიან. სამიტზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება საქართველოს მიერ ენერგეტიკის სფეროში გატარებულ რეფორმებზე და იმაზე, თუ  რა გავლენას ახდენს ეს რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არსებულ ვაჭრობაზე. ასევე იმსჯელებენ  ენერგეტიკული რესურსების  მიწოდების უსაფრთხოებაზე. როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, სამხრეთ და აღმოსავლეთ  ევროპის  ქვეყნებთან ერთად რეფორმატული საქმიანობა ხელს შუწყობს როგორც კონკურენციის პრინციპზე მოქმედ ერთიანი ბაზრის შექმნას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისკენ დაჩქარებას.

იანი კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ინვესტირებას.