„მერაბ კოსტავა იყო ქართველთა ერთობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო…“

„თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ მერაბ კოსტავა ეროვნული გმირია!“

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

-„საქართველოს ეროვნულ გმირს, ღირსეულ მამულიშვილს მერაბ კოსტავას,  78 წელი შეუსრულდებოდა. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ   მერაბ კოსტავა საქართველოს ეროვნული გმირია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობის მოპოვებას .ალბათ არც ისარის შემთხვევითი, და სიმბოლურია,რომ მერაბ კოსტავა საქართველოს დამოუკიდებლობის  დღეს 26 მაისს დაიბადა. მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლას, რის გამოც   წლების მანძილზე რუსეთის ჯოჯოხეთურ ციხეებში ეწამებოდა თავისი სამშობლოს უკეთესი მერმისისათვის.

მერაბ კოსტავა იყო   ქართველთა ერთობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის  სიმბოლო და  საქართველოსათვის წამებული რაინდი, რომელიც ასეთადაც დარჩა თითეული ქართველის მეხსიერებაში და საქართველოს უახლოეს ისტორიის ფურცლებზე. შემიძლია თამამად  ბედნიერ ადამიანად მიმაჩნდეს თავი რადგანაც   ახლოს ვიცნობდი და ვმეგობრობდი და ვიყავი მისი ერთერთი უმცროსი მეგობარი და თანამებრძოლი , ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში მერაბ კოსტავას თხოვნით    ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე სოლიდურ ჯგუფს ხელმძღვანელობდი, ეს იყო 1988 წლეები, მერაბი არასოდეს აგრძნობინებდა,მის გვერდში მყოფს თანამებრძოლს, რომ იგი ვინმეზე   თუნდაც წლოვანებით უფროსი იყო , იგი იყო ყველასაგან გამორჩეული, დიდსულოვანი რაინდული ბუნებისა და სულის  პიროვნება, რომლის უმთავრესი ამოსავალი ქვაკუთხედს წარმოადგენდა სამშობლოს სიყვარული და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლა  და მისთვის ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ერის გაერთიანებისათვის ბრძოლა. 1989 წლის 13 ოქტომბერს  საქართველომ და ქართველმა ერმა აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა მისი გარდაცვალებით, რაც შემდგომა პერიოდმაც თვალნათლივ დაგვანახა….

ანდა ავღნიშნო, რომ 1992 წლის შემდეგ როდესაც იარაღის ძალით პუჩისტებმა განდევნა საქართველოს კანონიერი ხელისფლება და ქვეყანაში დაისადგურა ქაოსმა და და პუჩისტური ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობდა ეროვნული მოღვაწეების მიზანმიმართული ქილიკი და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების დევნა …..

1997 წელს   საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდმა რომელსაც მაშინ მე, ვხელმძღვანელობდი დააწესა  საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი,     ადამიანის უფლებადა დაცვის მიმართულებით მოღვაწე პიროვნებებისათვის რომლებმაც თავისი მოღვაწეობით ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს ადამიანის უფლებების დამკვიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ,1997 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათ დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველი საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ გმირს, ცნობილ უფლებადამცველს, მერაბ კოსტავას, ( გაედაცვალების შემდეგ) რომელიც ამჟამად ინახება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში,  რომლის შემდგომ ასეთი სახის საპატიო სიგელით და ოქროს მედალიონით არავინ დაჯილდოვებულა.