ირაკლი ქარსელაძე: 2021 წელს წყალარინების სისტემების მოსაწყობად 349 მლნ ლარის ინვეტირება იგეგმება

2021 წელს წყალარინების სისტემების მოსაწყობად 349 მლნ ლარის ინვეტირება იგეგმება, – ამის შესახებ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა იმართება.

ქარსელაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც გზებთან ერთად სამინისტროს გააჩნია ეს არის წყალმომარაგება. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ წყალარინების მოწყობის თვალსაზრისით 2020 წელი შედეგიანი იყო.

„2019-20 წლებში 500 მლნ ლარი მობილიზება და ინვესტირება მოხერხდა. შედეგად 360 ათას ბენეფიციარს წყლის მომარაგები სისტემები გაუუმჯობესდა. ამავდროულად, ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში მოსახლეობას პირველად 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. 2021 წელს კი წყალარინების სისტემების მოსაწყობად 349 მლნ ლარის ინვეტირება იგეგმება“, – განაცხადა ქარსელაძემ.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.