“გისურვებთ აგხდენოდეთ ოცნება და გეცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში!”

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე სრულიად საქართვლოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

-” ძვირფასო თანამემამულენო! ქალბატონებო და ბატონებო!

26 მაისი განსაკუთრებული დღეა ჩვენს ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს, აღსრულდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.

26 მაისი პირველი ქართული რესპუბლიკის დაბადების დღეა. მართალია, 1918 წლის სახელმწიფომ მხოლოდ სამიოდე წელი გაძლო, მაგრამ მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში – ეს იყო პირველი ქართული თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 70 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კვლავ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა. ამ დღეს სიამაყით და ზეიმით აღვნიშნავეთ საქართველოში.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ აგხდენოდეთ ოცნება და გეცხოვროთ ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში.