ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს და წერს:

„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ. ძალიან დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და სულ პირიქითო, თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო” – წერს ბარკერი.

შეგახსენებთ, ამ წუთებში კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.