რაც საქართველოში 2012 წლის შემდგომ ხდება, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა – გიორგი გახარია

რაც საქართველოში 2012 წლის შემდგომ ხდება, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები დღეს ამ ქვეყანაში არ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა საქართველოს მთავრობა.

„ჩვენი მოქალაქეები დღეს მკაფიოდ ხედავენ და გააზრებული აქვთ, რომ საქართველოს მომავალი ეს არის ჩვენი ტრადიციებით ევროპისკენ სვლა და იქ მისვლა. ეს არ არის ჩვენი თაობის. ეს ასწლეულების, საუკუნეების განმავლობაში „ქართული ოცნება” იყო.

დღევანდელ მთავრობას შიშით, არაკომპეტენტურობით ცოტა სხვაგან მივყავართ და ამ ხალხს უნდა გავახსენოთ, რუსეთი ოდესმე ქართულ ტრადიციებს, ან ქართულ კულტურას, ან ქართულ ეკლესიას პატივს სცემდა? ან მისი დამცველი იყო? არასოდეს არ ყოფილა და აი, ეს აღრევა ევროპულ, კონსერვატიულ ვითომ რაღაცა ფასეულობებში, ესეც უნდა დავალაგოთ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თუკი ვინმე იყო საქართველოში ყველასთან შეხვედრა მქონდა. ინიციატივების თვალსაზრისით მე ვთლი, რომ ორი რამ არის: პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები დღეს ამ ქვეყანაში არ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა საქართველოს მთავრობა, მაგრამ ასევე არ უნდა მოუწოდებდნენ დღეს პრემიერის გადადგომას და კიდევ რაღაც მოწოდებები იყო. იმიტომ რომ დღეს უსაფრთხოებისთვის ძალზე მძიმე დროა, ახლა არის ერთიანობის საფუძვლების ძებნის დრო და ეს პირველ რიგში უნდა იყოს მთავრობის პრეროგატივა და ეს უნდა აკეთონ. ამის გაკეთება სცადა ქალბატონმა პრეზიდენტმა. ეს იყო ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა გახარიამ.