“აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს ააშენოს დემოკრატია” – კელი დეგნანი

აშშ 30 წელია საქართველოს დემოკრატიის ასაშენებლად მხარს უჭერს და მისი წარმატება სურს ,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გაანცხადა.

მან საქართველოს პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით სარგებელს  რუსეთი  იღებს.

“ საქართველო პოლარიზებული იყო, როდესაც აქ ჩამოვედი სამნახევარი წლის წინ. მცდელობები იყო ქართველის დასაახლოებლად. ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო გაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს ამით არის რუსეთი. 

კვლავ არსებობს გაერთიანების მცდელობა, არა მხოლოდ ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის, რომ ევროინტეგრაციას დაუახლოვდეთ, რაც ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია, არამედ ისიც, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს. ეს დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეთ თქვენს დევიზს, რომ ძალა ერთობაშია.

ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის მიღება რთული არ არის. აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს ააშენოს დემოკრატია”, – განაცხადა დეგნანმა.