“ოკუპანტებს უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ” – ზელენსკი

ოკუპანტებს  უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ და არ ექნებათ, -ამის  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა სამშაბათს ხერსონის ოლქში დაღუპული მაშველის ახლობლებს.

“საგანგებო სიტუაციების სამსახურის რვა თანამშრომელი დაიჭრა. ერთი, სამწუხაროდ, დაიღუპა. სამძიმარს ვუცხადებ ნათესავებსა და ახლობლებს. უკრაინელი მებრძოლები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს ამ ბოროტებისთვის… ყოველი ასეთი რუსული დარტყმა, ყოველი რუსული ტერაქტი – ყოველ ჯერზე არგუმენტია, რომ ოკუპანტებს სადმე უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ და არ ექნებათ. მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არასდროს არ იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.