პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს.

პირბადის ტარების წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება, თუმცა არ დაჯარიმდებიან 16 წლამდე ასაკის პირები.

ამასთან ორი ათასიდან 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან მოქალაქეები ისეთი მასშტაბური შეკრებების შემთხვევაში, როგორიცაა ქორწილი, იუბილე და ქელეხი.