„მთავრობამ იცის ამ პროექტის არსებობა…დავიწყოთ ქართული დასახლებების შექმნა და აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა!“

ირაკლი შიხიაშვილი

-„სანამ, საზღვრისპირა რეგიონებში, ისრაელის გამოცდილებით, არ დავიწყებთ ქართული დასახლებების შექმნას, რითაც დავნერგავთ სოფლის მეურნეობის საუკეთესო გამოცდილებას და ტექნოლოგიებს,რითაც გავაძლიერებთ და გავამდიდრებთ ქართველ გლეხს, მანამ ეს პრობლემა, ეს საფრთხე, ყოველდღიურად გაიზრდება.

მოვუწოდებ მთავრობას, ქართველ მოსახლეობას, სანამ ეს პრობლემა, გადაუჭრელ საფრთხედ არ გადაქცეულა, უნდა აიკრძალოს მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ამასთანავე დაიწყოს ისრაელის გამოცდილებით “მოშავის” ტიპის კოოპერატივების შექმნა!

ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ამ პროექტსთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გავაკეთეთ ვეტერანთა სამსახურში, რომელიც გაურკვეველი ვადით გაჩერებულია. თუ გვინდა, რომ ქვეყანა, ქართველ ერს ეყუდვნოდეს, ეს პროექტი სასწრაფოდ დასაწყებია! მითუმეტეს, რომ ეს წამოწყება პატრიარქის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ! ქართველებო, იცოდეთ გამოსავალი არსებობს! ეს ისრაელის გამოცდილებით დამტკიცებული და წარმატებული პროექტია, რომელმაც ებრაელ ერს, უდაბნოში საოცნებო, ძლიერი სახელმწიფო შეაქმნევინა!

მთავრობამ იცის ამ პროექტის არსებობა და ხალხის ურყევი ნება და მოთხოვნა თუ იქნება ამის დაწყება და განხორციელება 100% შესაძლებელია! მითუმეტეს,რომ საპილოტე პროექტი, 550 ვეტერანის ოჯახის დასახლებით, სწორედ ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონში იგეგმებოდა!