სპეკულაციები, რომ ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიას ლობირებდა, უსაფუძვლოა!

ირაკლი კობახიძე: სპეკულაციები, რომ ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიას ლობირებდა, საფუძველსაა მოკლებული

 „არის სპეკულაციები, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს კავშირი არის მთლიანად საფუძველს მოკლებული“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ლობირებდა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის დამტკიცებას დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.