“უპასუხისმგებლობის პიკზე ვართ…ის, რაც გააკეთა ენმ და არ გამოასწორა „ოცნებამ“…

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი

-სასოფლო სამეურნეო მიწების საკითხი ერთ-ერთი ძალიან რთული და მეცნიერებატევადი საკითხია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მიწების თავისუფალი გაყიდვა რეგულაციების გარეშე.

პირველი, რაც მინდა ვთქვა და მე მგონი ამაზე კამათი უკვე გონებისთვის შეურაცხმყოფელია, ის, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არ გამოასწორა „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო ის, რომ მიწათმოწყობის ინსტიტუტი გაანადგურეს, ფული გაფლანგეს, მასალები დაფანტეს. ახლა ვართ ქაოტურ მდგომარეობაშ. აქედან გამომდინარე პირველ რიგში უნდა მოხდეს ფორმირება და აღადგინონ მიწათმოწყობის ინსტიტუტი. სხვა შემთხვევაში ყველანაირი დისკუსია არაპროდუქტიულია.

გაიყიდოს ან არ გაიყიდოს, რას ყიდი ან არ ყიდი? რა გაქვს იცი? არასერიოზული მიდგომა სუფევს სახელმწიფოში, ეს არის უპასუხისმგებლობის პიკი.