დღეს „ევროპული საქართველო“ ყრილობაზე მერობის კანდიდატს დაამტკიცებს

„ევროპული საქართველო“ დღეს სპორტის სასახლეში 15:00 საათზე პირველ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. პარტიის 500-მდე ხმოსანი დელეგატი პოლიტსაბჭოს პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აირჩევს. ყრილობაზე თბილისის დელეგატები თბილისის მერობის კანდიდატს დაამტკიცებენ, რომელიც კარდაკარის გამოკითხვის შედეგების მიხედვით აირჩიეს.

„ჩვენი პარტია გააკეთებს თავის პირველ პოლიტიკურ განაცხადს. „ევროპული საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელსაც რეალურად აქვს უნარი, აიღოს თავისთავზე პასუხისმგებლობა და ქართული ეკონომიკა კრიზისიდან გამოიყვანოს. ჩვენი მიზანია თანმიმდევრული შრომით ჩვენ ხალხს კეთილდღეობა მოუტანოთ“- განაცხადა პარტიის წევრმა გიგი უგულავამ.