WP: ტრამპის სიძე რუსეთის ელჩს საიდუმლო არხს სთავაზობდა

The Washington Post წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმააციას, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ივანა ტრამპის მეუღლე ჯარედ კუშნერი რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ტრამპის ჯგუფსა და კრემლს შორის საიდუმლო არხის შექმნას სთავაზობდა.

გავრცელებული ინფორმაციით ამ თემაზე საუბარი Trump Tower შეხვედრის დროს შედგა.