ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს დაეჯახა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მარიამ ახალკაცი

ავლაბარში გზის სავალი ნაწილიდან გადასული ყვითელი ავტობუსი ხეს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავებულია.

უწყების ცნობით, საქმეზე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.